საქართველო ცნობილია, როგორც უნიკალური ნატურალური მინერალური სასმელი წყლებით მდიდარი ქვეყანა, როგორც რაოდენობრივი ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით. საქართველოში არის 2.000-ზე მეტი დასახელების წყარო, რომელთა ჯამური დღე-ღამური დებეტი 130 მილიონ ლიტრზე მეტს შეადგენს.

შ.პ.ს. “ფაიზი”, რომელიც აწარმოებს 1,5ლ. და 0,5ლ. ტევადობის, პლასტმასის PET-ის ტიპის ბოთლებში, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მინერალური სასმელი წყლის ჩამოსხმასა და რეალიზაციას, დაარსდა 1996 წლის ნოემბერში. მისმა დამფუძნებელმა ბატონმა თამაზ ბერეკაშვილმა, ჯერ კიდევ 1990 წელს დაინტერესდა და დაიწყო ცაგერის რაიონის მაღალმთიან სოფელ ორხვში, კერძო ნაკვეთზე არსებული, მიწის ქვეშა, ეკოლოდიურად სუფთა სასმელი წყლის შესწავლა. დაკვირვებები გრძელდებოდა მთელი ორი წლის განმავლობაში. წყლის ანალიზები ჩატარდა, როგორც საქართველოში (აკადემიკოსი ვ. გვახარია) ისე მოსკოვის (აკადემიკოსი ი. რახმანინი) შესაბამის ლაბორატორიებში, რომელთა მიერაც გაცემული დასკვნების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ორხვის მიწის ქვეშა ნატურალური სასმელი წყალი, თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური თვისებებით არის ერთ-ერთი საუკეთესო და სრულიად შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) მოთხოვნებს სასმელი წყლის შესახებ.

ნატურალური მინერალური წყალი “კავკასიის მთების წყაროები” მიეკუთვნება ჰიდროკარბონატული კალციუმიანი წყლების ჯგუფს.

Bottled water sampling requirements (N.Y.S.D.O.H.) PDF 71Kb »»

ა) ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები:

კათიონები მგ/ლ.
ანიონები მგ/ლ.
კალციუმი
Ca
60
ჰიდროკარბონატი
HC03
178
მაგნიუმი
Mg
6,98
სულფატი
SO4
31,2
ნატრიუმი
Na
0,57
ქლორიდი
Cl
3,8
კალიუმი
K
1,90
     
ნიტრატები
NO3
1,13
     

საერთო მინერალიზაცია: 210 – 280 მგ/ლ;
pH – 7,69-7,80

ბ) ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები:
სუნი – უსუნო;
გემოვნება – უცხო გემოს გარეშე;
ფერი – გამჭვირვალე, უფერო;
სიმღვრივე – გამჭვირვალე, უცხო მინარევების გარეშე;

ნატურალური მინერალური წყლის “კავკასიის მთების წყაროები”-ს დამუშავება და ჩამოსხმა ხორციელდება მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და ნორმების დაცვის მიხედვით, რომელიც მთლიანად გამორიცხავს წყლის დაბინძურებას და არ ახდენს გავლენას მის ფიზიკო-ქიმიურ, ორგანოლეპტიკურ, მიკრობიოლოგიურ და სხვა თვისებებზე.

ჩამოსასხმელად გამოყენებული, სოფელ ორხვის მიწის ქვეშა წყაროს დებიტი შეადგენს 15-60ლ/წმ. (სამი გამოსავალი), ტემპერატურა კი 9°-12°C-ის ფარგლებშია.

სოფელ ორხვის მიწის ქვეშა წყაროს სათავე-ნაგებობა, მდებარეობს ქ.ქუთაისიდან 48კმ-ის მანძილზე, ზღვის დონიდან 560მ. სიმაღლეზე, მდინარე რიონის ხეობის მარცხენა სანაპიროზე და სათავეს იღებს დასავლეთ საქართველოს, კავკასიის მთების ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა და ულამაზეს ადგილას.

სათავე-ნაგებობის გარშემო, დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით, მოწყობილია სანიტა-რული ზონები, რომელიც შედგება ორი სარტყელისაგან: მკაცრი რეჟიმის სარტყელი (I-ზონა შემთხვევითი თუ შეგნებული შესაძლო დაბინძურებისაგან დასაცავად) და შეზღუ-დული რეჟიმის სარტყელი (II-ზონა მიკრობული დაჭუჭყიანებისაგან დასაცავად).

 
Developed by OneWorldCreations  
Phaizi ©2004