შპს “ფაიზი”, რომელიც აწარმოებს პლასტმასის PET-ის ტიპის ბოთლებში, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მინერალური სასმელი წყლის ჩამოსხმასა და რეალიზაციას, რეგისტრირებულია ქ.ქუთაისის სასამართლოში 1996 წლის 1 ნოემბერს, სარეგისტრაციო №12/4-456.
მისი მისამართია: საქართველო, 4600 ქ.ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №9.
შპს “ფაიზი”-ს ერთპიროვნული დამფუძნებელი და მფლობელი არის საქართველოს მოქალაქე თამაზ ბერეკაშვილი, დაბადებული ქ.ქუთაისში 1944 წლის 29 ივლისს, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი.
ბატონი თამაზ ბერეკაშვილი ჯერ კიდევ 1990 წელს დაინტერესდა და დაიწყო ცაგერის რაიონის, სოფელ ორხვში, კერძო ნაკვეთზე არსებული, მიწის ქვეშა, ეკოლოგიურად სუფთა სასმელი წყლის შესწავლა. დაკვირვებები გრძელდებოდა მთელი ორი წლის განმავლობაში. სასმელი წყლის ანალიზები ჩატარდა, როგორც საქართველოში (აკად. ვ.გვახარია), ისე მოსკოვის (აკად. ი.რახმანინი) შესაბამის ლაბორატორიებში. მიღებული დასკვნების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორხვის მიწის ქვეშა მინერალური სასმელი წყალი, თავისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობით არის ერთერთი საუკეთესო და სრულიად შეესაბამება ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) მოთხოვნებს სასმელი წყლის შესახებ.
მინერალური სასმელი წყლის ჩამომსხმელი საწარმო, რომელიც დამონტაჟებული და გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში 1998 წლის იანვარში, აღჭურვილია იტალიური წარმოების თანამედროვე ტიპის, უჟანგავი და კოროზიამდგრადი მასალებისაგან დამზადებული ტექნოლოგიური მოწყობილობითა და მილგაყვანილობის სრული კომპლექტით.
ტექნოლოგიური პროცესი ითვალისწინებს: საბადოდან წყლის მიღებას, დამუშავებას (ფილტრაცია, ოზონირება, ისევ ფილტრაცია, ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება და საბოლოო ფილტრაცია), სხვადასხვა ზომის, პლასტმასის PET-ის ტიპის ბოთლებში ჩამოსხმას, ეტიკეტის მიკვრას, მარკირებას (ჩამოსხმის თარიღი, შენახვის ვადა), ცელოფანის პაკეტებში შეფუთვასა და სარეალიზაციოდ გამზადებას.
შპს “ფაიზი”, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსა და საზღვარგარეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სასმელ წყალზე, დღეისათვის აწარმოებს 1,5ლ. და 0,5ლ. ტევადობის პროდუქციას სახელწოდებით “კავკასიის მთების წყაროები”.
შპს “ფაიზი” სარკინიგზო სადგურიდან დაშორებულია 6კმ-ის მანძილზე, აეროპორტი-დან (კოპიტნარი) 22კმ-ის, ხოლო ფოთის საზღვაო პორტიდან 100კმ-ის მანძილზე. ფირმის საწარმოო ფართია 1032კვ.მ. სასაწყობო ფართი 1396კვ.მ. ადმინისტრაციული შენიბის ფართია 388კვ.მ. და ცხვა დამხმარე სათავსოების ფართია 1122კვ.მ. შპს “ფაიზი”-ს მთლიანად უკავია 10304კვ.მ. მიწის ფართობი.
დღეისათვის საწარმოში მუშაობს 94 კაცი. მუშა-მოსამსახურეთა და ადმინისტრაცი-ული პერსონალის რაოდენობა, პროექტის განხორციელების განმავლობაში უცვლელია. იგი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით. |